ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია მიიღებს, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე

თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს, - შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან–მოურავი - Sputnik საქართველო
სადეპუტატო მანდატებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყველა დეპუტატი უარს აცხადებს

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც, არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის ყველა პლენარულ სხდომას.

კანონპროექტის მიხედვით იგივე ნორმა გავრცელდება საარჩევნო ბლოკებზეც. 

კანონპროექტით განსაზღვრული დათქმა პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დაკავშირებულია კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების ამოქმედების შემდეგ (პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან) წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან. ინიციატივაში ჩამოთვლილია ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნით. ესენი არიან:

მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 5,14 მილიონი ლარი;

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2,2 მლნ ლარი;

3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 ათასი ლარი;

4. „პროგრესი და თავისუფლება“ – 12 ათასი ლარი;

5. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204 ათასი ლარი;

6. „ევროპელი დემოკრატები“ – 460 ათასი ლარი;

7. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 940 ათასი  ლარი;

8. „კანონი და სამართალი“ – 104 ათასი ლარი;

9. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1,24 მლნ ლარი;

10. „ლელო საქართველოსთვის“ – 804 ათასი ლარი;

11. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,04 მლნ ლარი;

12. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 290 ათასი ლარი.

სახელმწიფო დაფინანსების გარეშე მანამდე დარჩა პარლამენტში გასული ორი პარტია - „გირჩი“ და „მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებულად მიიჩნევენ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: ოპოზიცური პარტიები უარს აცხადებენ მანდატზე, მაგრამ მაინც სურთ ფულის მიღება

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე. ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი). ამავე პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღემდე ცარიელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0