წულუკიანი: ოპოზიცური პარტიები უარს აცხადებენ მანდატზე, მაგრამ მაინც სურთ ფულის მიღება

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ მიმართული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია – ოპოზიციური პარტიები თანხის გარეშე დარჩებიან.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. თუ პარტიები პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, დაფინანსებაც არ უნდა მიიღონ, აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიცია რეალურის პარალელურად „სახალხო პარლამენტის“ შექმნაზე ფიქრობს

ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტაცია ესწრებოდა. ოპოზიცის ადგილები, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს, საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე თავისუფალია.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს პოლიტიკური პარტია, თუ ის უარს ამბობს მანდატებზე.

„როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ იმ მანდატების ათვისებაზე, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, მაგრამ მაინც სურთ ამ მანდატების შესაბამისი ფულის მიღება, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მორალის თემაა. სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს ამ კოვიდის პირობებში, არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტია უარს ამბობდეს მანდატებზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას ან შეწყვეტას ითვალისწინებს.

ოპოზიცია ხელს აწერს მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ - Sputnik საქართველო
დეპუტატის მანდატებზე უარი უკვე ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა

კანონპროექტების პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ახორციელებენ სადეპუტატო მანდატს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პლენარულ სხდომებს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პარტიას, რომელთა წევრებსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ ან რომლებიც პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან იგი ერთი წლის ვადით შეუჩერდება.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ ხუთი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა

ამ დროისათვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი).

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0