ცესკომ ხუთი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა

პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. თუმცა, ამ ეტაპზე მანდატებზე უარი მხოლოდ ხუთმა პარტიამ განაცხადა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები ოფიციალურად გააუქმა.

პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოს რამდენიმე დღის წინ მიმართეს ოპოზიციურმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო საქართველოსთვის“. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში თანამდებობებს ანაწილებენ: ოპოზიციის კვოტები ვაკანტური რჩება

შესაბამისი განკარგულებები ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განკარგულებებშია მითითებული, აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.

კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოიხსნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით), „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით), საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით), შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით), „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).

შესაბამისად, აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში სურვილის შემთხვევაშიც ვეღარ მოხვდებიან.

პარლამენტში არჩევნების შედეგად მოხვედრილი რვა პარტიიდან ცესკოსთვის პროპორციული სიების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. აღნიშნულ პარტიებს ასევე ხელი არ მოუწერიათ დოკუმენტზე, რომლითაც საჯაროდ განაცხადებდნენ უარს მანდატებზე. დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია ასევე „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც შედის ბლოკში „ძალა ერთობაშია“.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველმა პარტიამ 90, ოპოზიციამ კი 60 მანდატი მოიპოვა. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. პირველ სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში პირველად ოპოზიციონერი დეპუტატების სავარძლები დარბაზში ცარიელი იყო, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური