07:06 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)
60 0 0

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. აქტივისტების მოთხოვნას, რომლებმაც უვადო პროტესტი გამოაცხადეს პარლამენტის წინ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნა დაემატა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ორგანიზაციების „დაიცავი არჩევნები“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები მეხუთე დღეა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ და ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ყველას მხრიდან დაცვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მათი მეოთხე მოთხოვნა ტიკარაძის გადადგომაა.

დარღვეულია ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი, ადამიანები იხოცებიან, ელემენტარულად, საწოლების მობილიზაცია არ ხდება. ტიკარაძეს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ამ თანამდებობაზე დარჩეს, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გივი ცინცაძემ ჟურნალისტებთან.

წითელი ბუშტები ცაში: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა>>

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ის გაყალბდა. პარლამენტში გასულმა რვავე პარტიამ პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა. მმართველი პარტია ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არჩევნებამდე რევოლუციური სცენარი მზადდებოდა.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)

მთავარი თემები