„რატომ ხვდებიან საავადმყოფოებში ნაცნობობით“ – საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ჯანდაცვის მინისტრს არ შეუძლია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ზომები მიიღოს, მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. 

კლინიკა - Sputnik საქართველო
ვინ არის 24 წლის გოგო, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა – ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ისინი შენობაში შესვლას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

„ჩვენ გვინდა მინისტრს ვკითხოთ, რატომ ხდება საავადმყოფოში მოხვედრა ნაცნობობით და რატომ არ შეუძლია სამინისტროს მოსახლეობის დახმარება“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებთან.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მინისტრთან შეხვედრა არ შედგება, ისინი მის გადადგომას მოითხოვენ.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ავტომატიანი პოლიციელი გამოჩნდა. თუმცა, ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ იგი ავტომობილში ჩაჯდა, სამინისტროს შენობასთან კი პოლიციის კორდონი ჩადგა.

ამ დროისათვის აქცია გრძელდება, აქტივისტები სამინისტროს შენობასთან კარვების გაშლას ცდილობენ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 ათასის ფარგლებშია.

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების ორი გახმაურებული ფაქტი მოხდა – კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 1 დეკემბერს 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. გოგონას ოჯახის წევრების განცხადებით, იგი სტაციონარში დაგვიანებით გადაიყვანეს.

დღეს კი კორონავირუსს 24 წლის ნინო გულიკაშვილი ემსხვერპლა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. ახალგაზრდა ქალის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში სდებენ ბრალს.

ყველა ახალი ამბავი
0