23:28 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (33)
59 0 0

კანდიდატებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, თავიანთი კანდიდატურის მოხსნის უფლება არა აქვთ

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს ჩატარდება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ვინ, სად, როდის: ცესკომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა>>

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მდინარაძის განცხადებით, კანდიდატებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, მოქმედი კანონმდებლობით, თავიანთი კანდიდატურის მოხსნის უფლება არა აქვთ.

„შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

გუშინ საპროტესტო აქციაზე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ მომხრეებს მოუწოდა, მოაწყონ „სირცხვილის დერეფნები“ იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

„ქართულ ოცნებაში" არჩევნების მეორე ტურის დღეს ოპოზიციის გეგმებს „შემაშფოთებელს“ უწოდებენ>>

ასევე გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას გეგმავს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს. ასე აპირებენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას სტრატეგიული პარტნიორის წინაშე არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიები.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (33)

მთავარი თემები