„ქართულ ოცნებაში" არჩევნების მეორე ტურის დღეს ოპოზიციის გეგმებს „შემაშფოთებელს“ უწოდებენ

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში სდებენ ბრალს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს – დააფიქსირონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, განაცხადა ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ბექა დავითულიანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმების კომენტარისას. 

აქცია ბათუმში. 15.11.2020 - Sputnik საქართველო
ორი პარტიის მხარდამჭერებმა ბათუმში ოპოზიციის აქცია დატოვეს

ოპოზიციური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გუშინ გამართულ საპროტესტი აქციაზე მომხრეებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს ე.წ. საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობისკენ მოუწოდა.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით ცდილობს მოქალაქეებს აუკრძალოს დააფიქსირონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, რომელიც საჭიროებს მკაცრ და მკაფიო შეფასებას“, – განაცხადა დავითულიანმა.

„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციურ ძალებსა და საერთაშორისო პარტნიორებს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. 

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუთმოს პოლიტიკურ ექსტრემიზმს

„მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება”, – განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში სდებენ ბრალს.

ვითარების დარეგულირებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. თუმცა მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0