გახარია: არჩევნები საქართველოში არ გადაიდება

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ამომრჩევლები 150 დეპუტატს აირჩევენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში.

არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა>>

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება.

ნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი - Sputnik საქართველო
ნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი

„საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა ბევრად უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა... პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად... მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსპარენტულად, რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონებების მიხედვით: დღის სტატისტიკა>>

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

ყველა ახალი ამბავი
0