ნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი

© Sputnik / STRINGERნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი
ნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის ძირითადი მიზანი ამ ეტაპზე არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, თუმცა ეს შეუძლებელი გახდება, თუ მოქალაქეები წესებს არ დაიცავენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ამჟამად ქვეყანას ორი არჩევანი აქვს – ან დავიცვათ წესები და მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას პირობებში, როდესაც სისტემა მზად არის ამისთვის, ან შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, რომლის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამჟამად არსებული ეპიდვითარების სამართავად ქვეყანა მზად არის, მაგრამ ჯანდაცვის სისტემის რესურსები ამოუწურავი არ არის, ამიტომ პასუხისმგებლობის საკუთარი წილი მოქალაქეებზეც მოდის.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა პარლამენტში შეაღწია: ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა. მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმაც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მთავრობის ძირითადი მიზანი ამ, ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, თუმცა ეს შეუძლებელი გახდება, თუ მოქალაქეები წესებს არ დაიცავენ.

ბოლო დღე–ღამეში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 1186-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0