02:53 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
84 0 0

ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც საქართველოს საშინაო საქმეა, და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები ვერ დააზიანებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საუბარია საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხზე საქართველოს პროკურატურის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით. ამ საქმეზე პროკურატურამ ორი ადამიანი დააკავა.

პრემიერის განცხადებით, პროკურატურაში გამოძიების საკითხს ის ეხმაურება იმიტომ, რომ არ წყდება საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

„ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც მთლიანად საქართველოს საშინაო საქმეა, და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას... მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ორი ადამიანი გუშინ დააკავა.

ზალკალიანი: ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ>>

კერძოდ, დაკავებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურამ დაადგინა, რომ 2007 წლამდე კომისიამ შეათანხმა საზღვრის 303 კილომეტრი 16 მონაკვეთზე. ამასთან, 13 მათგანი დადგინდა არამართებულად, საქართველოს საზიანოდ. შედეგად დღეს ქვეყანა 3,5 ათასი ჰექტარი ფართობის ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში. 

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული.

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)

მთავარი თემები