16:05 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)
66 0 0

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ახალი გარემოებების პირობებშიც კი აზერბაიჯანელ კოლეგებთან იქნება მიღწეული ისეთი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს არ გააჩნია პრეტენზიები აზერბაიჯანისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ დელიმიტაცია–დემარკაციის ქართული კომისიის მუშაობაში გამოვლენილი სკანდალური დეტალების გამო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ვინ არის პირი, რომელმაც პროკურატურას საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის რუკა გადასცა >>

საქართველოს პროკურატურამ ოთხშაბათს განაცხადა კომისიის ორი ექსპერტის დაკავების შესახებ, რომლებმაც, გამოძიების ვერსიით, დამალეს რუკის ორიგინალი, რომლის მიხედვით ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის შეთანხმება უნდა მომხდარიყო, და უფრო გვიანი რედაქცია გამოიყენეს. პროკურატურის მონაცემებით, ამის გამო 2007 წლამდე შეთანხმებული 16-დან 13 მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ქვეყანამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა.

„აზერბაიჯანი იყო არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი... ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან, ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე საქმის ახალ გარემოებებს უკვე გაეცნო.

„მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ახლადაღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო დასკვნები. ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური გაგება ჰქონდა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან გამოთქვა რწმენა იმისა, რომ კომისიის ფარგლებში საკითხის ძალიან საქმიანი და საგნობრივი განხილვა მოხდება.

ამასთან ზალკალიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქმის ახალი გარემოებები ორი ქვეყნის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

„ყოველგვარი სპეკულაციები, რომ თითქოს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს დააზიანებს ან ბმა ჩვენს სამეზობლოში დღეს მიმდინარე კონფრონტაციასთან აბსოლუტურად გაუმართლებელია. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი შეხვედრა იყო იმ დღეებში, როდესაც კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. ამიტომ ის, რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, არის პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო თანმიმდევრულად და ბოლომდე დაიცავს თავის ინტერესებს და აზერბაიჯანულ კოლეგებთან მიაღწევს ისეთ შეთანხმებას, რომელიც „ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“.

 

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)

მთავარი თემები