08:35 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (63)
247 0 0

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მხარეები ამ საკითხზე მკვეთრ გამონათქვებს ერიდებიან

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. რუკების ორიგინალები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს   პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა,იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რომელი პერიოდის რუკებზეა საუბარი და როგორ მოხვდა ისინი ბიზნესმენის ხელში, ხიდაშელი კომენტარს არ აკეთებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხიდაშელი საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში დაბრუნდება და მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებს. 

ამ დროისთვის ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. 2007–2014 წლებში იგი იყო რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК „Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.  

ბიზნესმენი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის მაისში გახდა, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ ფონდს 1,2 მლნ ლარი შესწირა.

გამოძიების მიზეზი

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 


ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები დავით–გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო–აზერბაიჯანის 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

საზღვრის სადავო მონაკვეთები

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მხარეები ამ საკითხზე მკვეთრ გამონათქვებს ერიდებიან.

სადავო საზღვრის საქმე: საქართველოს პროკურატურა რუკის ძებნაში ჩხრეკებს ატარებს>>>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (63)

მთავარი თემები