00:12 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
23821

ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესისა და მთავარი სადავო მონაკვეთის ამსახველი ვიდეო

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის დროს უცხო სახელმწიფოსთვის ქართული ტერიტორიების ნაწილის გადაცემის საქმეზე დაკავებული საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ბრალდების დეტალები გამოაქვეყნა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: დაკავებულია კომისიის ყოფილი წევრები >>

საქმეზე დაკავებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი, ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა, რომლებიც დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დროს, 2007 წლამდე, როგორც ექსპერტები, ქმნიდნენ რუკების ალბომს, რომელთა მიხედვითაც თანხმდებოდა საზღვრები.

საზღვრის დემარკაციის საქმე

საბჭოთა პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა.

1938 წლის მარტში დამტკიცდა საზღვრის ზოლი, რომელიც დაიტანეს 1:500 000-თან მასშტაბის რუკაზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო საზღვრების ხელახლა დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია იყო.

1996 წლის ივნისში საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დადგენის მთავარი საფუძველი უნდა გამხდარიყო 1938 წელს დამტკიცებული საზღვარი.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩევას ექსპერტების სახით უნდა ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ რუკები და სხვა მასალები, გაეანალიზებინათ ისინი და შეედგინათ საზღვრის რუკების ალბომი. თუმცა მათ გადაწყვიტეს, არ ჩაეტარებინათ საექსპერტო კვლევები და არ მოეწვიათ კარტოგრაფები.

მეტიც, ბრალდებულებმა ალბომის შედგენისას არ გამოაჩინეს 1937-1938 წლების რუკის დედანი, შედგენილი 1:200 000-თან მასშტაბით, და კომისიის მუშაობისას უარი თქვეს ამ რუკის ასლის გამოყენებაზე თითქოსდა მისი დედნის არარსებობის გამო. დედანი კი გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ილიჩევას კაბინეტში მის დაკავებამდე ჩატარებული ჩხრეკის დროს.

1938 წლის რუკის ნაცვლად მელაშვილმა და ილიჩევამ მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-1980 წლების 1:100 000-თან და 1:50 000-თან მასშტაბის რუკები, რომლებიც არასდროს არ ყოფილა შეთანხმებული და ეწინააღმდეგებოდა ისტორიულ საზღვრებს.

ექსპერტიზამ დაადგინა ასევე, რომ ვინაიდან კომისია ხელმძღვანელობდა არასწორი რუკებით, საზღვრის 2007 წლამდე შეთანხმებული მონაკვეთები არ შეესატყვისებოდა 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას. ტერიტორიების ფართობის სხვაობამ საქართველოს საზიანოდ 3,5 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც ადასტურებს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ ბრალდებას.

გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ასევე ვიდეო, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის არასწორი რუკების საფუძველზე შეთანხმებული მონაკვეთები.

2007 წლამდე კომისიამ შეათანხმა საზღვრის 303 კილომეტრი 16 მონაკვეთზე. ამასთან, 13 მათგანი დადგინდა არამართებულად საქართველოს საზიანოდ. შედეგად დღეს ქვეყანა 3,5 ათასი ჰექტარი ფართობის ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას შემდეგ მონაკვეთებზე:

მონაკვეთი         ტერიტორიის ფართობი (ჰექტრებში)
„წითელი ხიდი" 39,8
„ჯანდარას ტბის მიმდებარე ტერიტორია" 272,1
„ჯანდარას ტბის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია" 64,3
„ჩიჩხიტურის კოშკის ტერიტორია" 265,9
„ტერიტორია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან" 265,9
„ტერიტორია იალჯიხის ქედიდან გეგთებედის გორამდე" 326
„ტერიტორია ალაჯიღის მთასთან"  67,7
„აჩბულაყის მწვერვალიდან ტახტაპის მწვერვალამდე" 364,8
„ტერიტორია ვოსეგემამთის მწვერვალთან" 426,6
„მდინარე ივრის ტერიტორიის გასწვრივ" 551,8
„მდინარე მლაშეწყლის ტერიტორიის გასწვრივ" 313,2
„მდინარე კვირიასწყლის ტერიტორიის გასწვრივ" 382,9
„მაწიმიწყლის ხიდიდან მდინარის გასწვრივ“ 382,9

 

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)

მთავარი თემები