11:40 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (295)
62 0 0

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმა მცირე მეწარმეებისთვის 500 მლნ ლარის სუბსიდირებას, აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და პენსიონერებისთვის საპროცენტო დავალიანების განულებას ითვალისწინებს.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ფორსმაჟორია და არ შეიძლება, ფორსმაჟორის დროს იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, ბანკი ქონებებს იფორმებდეს, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოსა“ და ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ვინ გახდება პრემიერი? ახალმა კვლევამ პარტიების გამარჯვების შანსები შეაფასა>>

გიორგი ვაშაძემ დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის 500 მილიონიან სუბსიდირებას,  აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და პენსიონერებისთვის საპროცენტო დავალიანების განულებას ითვალისწინებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და მთავრობის უმოქმედობამ მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან დააზარალა. მისი თქმით, 5 მლრდ ლარიდან, რომელიც საქართველომ მიიღო, 500 მლნ სწორედ აღნიშნული სფეროს გადარჩენას უნდა მოხმარდეს.

„ხელისუფლებამ, უბრალოდ, მიატოვა ეს ხალხი და ფული, რომელიც გამოყოფილია საქართველოში, მხოლოდ მათ ხმარდება. ამიტომ, ჩვენი გემით, 5 მილიარდიდან, რომელიც არის გამოყოფილი, 500 მლნ უნდა გამოიყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც სამუშაო დაკარგა და ყველა სესხის სუბსიდირება უნდა მოხდეს ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნება“ – 41, „ნაცმოძრაობა“ – 5, ... - ყველა პარტიის რიგითი ნომერი ცნობილია>>

ვაშაძემ მთავრობას მიმართა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მიკროსაფინანსო სტრუქტურებისა და საბანკო სისტემის მიერ აღსრულების საკითხები და ქონების გადაფორმებებზე ექვსთვიანი მორატორიუმი გამოცხადდეს.

გიორგი ვაშაძე გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია. გაერთიანებაში შედის პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომლის თავმჯდომარეა თაკო ჩარკვიანი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (295)

მთავარი თემები