თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ცესკომ არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს შორის რიგითი ნომრები გაანაწილა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
საქართველოში მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. საბოლოო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას 58 პარტია და 2 ბლოკი მიიღებს.
ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის კი იმდენს, რამდენი პარტიაცაა მასში.
ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
პარტიების სია ბიულეტენებში:
- №1 – (პარტია) თეთრები
- №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა
- თავისუფლებისთვის
- №3 – ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
- №4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ
- №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”
- №6 – მომავალი საქართველო
- №7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
- №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
- №9 – გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია
- №10 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- №11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია
- №12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
- №13 – რეფორმერი
- №14 – ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი
- №15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო
- №16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
- №17 – ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო
- №18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
- №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი
- №20 – საქართველო
- №21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)
- №22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა
- №23 – ახალი ძალა
- №24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები
- №25 – თავისუფალი დემოკრატები
- №26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის”
- №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი
- №28 – ქართული ფესვები
- №29 – დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა
- №30 – შეცვალე საქართველო
- №31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
- №32 – სახალხო პარტია
- №33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)
- №34 – სოციალური სამართლიანობისათვის
- №35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
- №36 – გირჩი
- №37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
- №38 – იბერიელთა ერთობა
- №39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი
- №40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე
- №41 – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
- №42 – რეფორმატორები
- №43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)
- №44 – ქართული იდეა
- №45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
- №46 – გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის
- №47 – ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია
- №48 – არჩევანი სამშობლოსათვის
- №49 – ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი
- №50 – პროგრესული საქართველო
- №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
- №52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი
- №53 – ტრადიციონალისტები
- №54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები
- №55 – ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა
- №56 – ლელო
- №57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”
- №58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
- №59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
- №60 – საქართველოს განვითარების პარტია