17:10 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (161)
139 0 0

ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან, რომლებმაც განაცხადები 15 ივლისამდე შეიტანეს, რეგისტრაცია გაიარა 59-მა, ცხრამ - უარი მიიღო.

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შემდეგი კანდიდატების ვინაობაზე შეჯერდნენ:

  • ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
  • თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
  • ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
  • ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • კასპის მერობის კანდიდატი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
  • თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
  • ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  • ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
  • შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე წარდგენილია ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან, რომლებმაც განაცხადები 15 ივლისამდე შეიტანეს, რეგისტრაცია გაიარა 59-მა, ცხრამ - უარი მიიღო.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (161)

მთავარი თემები