„ქართულ ოცნებაში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კანდიდატებზე შეჯერდნენ

© photo: Sputnik„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან, რომლებმაც განაცხადები 15 ივლისამდე შეიტანეს, რეგისტრაცია გაიარა 59-მა, ცხრამ - უარი მიიღო.

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ საარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების რეგისტრაცია დაასრულა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შემდეგი კანდიდატების ვინაობაზე შეჯერდნენ:

  • ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
  • თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
  • ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
  • ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • კასპის მერობის კანდიდატი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
  • თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
„ქართული ოცნების დროშები - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია – კიდევ ერთი გამოკითხვა
  • ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  • ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
  • შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე წარდგენილია ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
  • საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან, რომლებმაც განაცხადები 15 ივლისამდე შეიტანეს, რეგისტრაცია გაიარა 59-მა, ცხრამ - უარი მიიღო.

    ყველა ახალი ამბავი
    0