Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე – მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა

გამოწერა
იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე მონტენეგროში ჩავიდეს, საჭირო არაა არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის გავლა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მონტენეგრომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ქვეყანაში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, იუწყება „პირველი არხი“.

ქვეყნები, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს – უპირობოდ და პირობებით>>

ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის – საქართველო. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა. საქართველოსთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინა, ბელარუსი, თურქეთი და ჩინეთი.

მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

კორონავირუსზე ტესტის წარდგენა მონტენეგროში შესასვლელად დასჭირდებათ ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, ისრაელის, სინგაპურისა და კანადის მოქალაქეებს. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები კი ვალდებული იქნებიან სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ამასთან ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0