10:10 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)
139910

საბერძნეთში შესვლისას საქართველოს მოქალაქემ უნდა შეავსოს განაცხადი და მიიღოს შტრიხ–კოდი, რომლითაც მისი გადაადგილება გაკონტროლდება

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაასახელა ის ქვეყნები, რომლებმა საქართველოს საზღვრები კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ყოველგვარი პირობების გარეშე გაუხსნა.

მინისტრის განცხადებით, ესენია ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი.

„ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელბმაც დღევანდელი მომენტისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნეს. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ადეკვატური მიდგომა იყოს ამ ქვეყნების მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

იტალიის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩავლენ, აუცილებლად უნდა გაიარონ 14–დღიანი თვითიზოლაციის პროცედურა.

რაც შეეხება საბერძნეთს, ამ ქვეყანაში შესვლამდე 48 საათით ადრე მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, მიუთითონ მგზავრობის მიზანი, გაფრენისა და უკან დაბრუნების თარიღი, კონკრეტული ადგილი, სადაც გაჩერდებიან ამ ქვეყანაში ყოფნის დროს. შემდეგ ისინი მიიღებენ გარკვეულ შტრიხ–კოდს, რომლითაც მათი გადაადგილება გაკონტროლდება. მსგავსი მოთხოვნები აქვს ესპანეთსაც.

„ყველა ქვეყანა, ბუნებრივია, თერმოსკრინინგს ითხოვს. არის შვედეთის მაგალითი, რომელიც ითხოვს PCR-ტესტებს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ლარვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა>>

ამასთან ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)

მთავარი თემები