12:35 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (136)
121 0 0

მარტიდან მაისის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად განიხილავდა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციას სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებთან

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით 201 ლარი დახარჯა მობილური ტელეფონით სხვადსხვა ქვეყნის მეთაურებთან საუბრებზე, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია >>

ადმინისტრაციის მონაცემებით, მარტიდან მაისამდე ტელეფონით ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს.

კოლეგებთან სასაუბროდ პრეზიდენტს გამოყენებული აქვს კომუნიკაციის ყველა საშუალება - მობილური ტელეფონი და სტაციონარული ტელეფონი, ასევე ინტერნეტი.

თავად ზურაბიშვილმა ტელეფონით დაურეკა 32 ლიდერს და 18-ს - ინტერნეტის საშუალებით. კოლეგებთან სასაუბროდ მან მობილური ტელეფონი 19-ჯერ გამოიყენა.

კიდევ 13-მა ლიდერმა ზურაბიშვილს თავად დაურეკეს.

მარტიდან მაისამდე სახელმწიფოს მეთაური სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთან აქტიურად განიხილავდა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ლიდერთა ნაწილი ზურაბიშვილმა საქართველოში მოიწვია.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (136)

მთავარი თემები