თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით 201 ლარი დახარჯა მობილური ტელეფონით სხვადსხვა ქვეყნის მეთაურებთან საუბრებზე, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია >>
ადმინისტრაციის მონაცემებით, მარტიდან მაისამდე ტელეფონით ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს.
კოლეგებთან სასაუბროდ პრეზიდენტს გამოყენებული აქვს კომუნიკაციის ყველა საშუალება - მობილური ტელეფონი და სტაციონარული ტელეფონი, ასევე ინტერნეტი.
თავად ზურაბიშვილმა ტელეფონით დაურეკა 32 ლიდერს და 18-ს - ინტერნეტის საშუალებით. კოლეგებთან სასაუბროდ მან მობილური ტელეფონი 19-ჯერ გამოიყენა.
კიდევ 13-მა ლიდერმა ზურაბიშვილს თავად დაურეკეს.
მარტიდან მაისამდე სახელმწიფოს მეთაური სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთან აქტიურად განიხილავდა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ლიდერთა ნაწილი ზურაბიშვილმა საქართველოში მოიწვია.