„მალე გამოჯანმრთელდით“ – ზურაბიშვილმა ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ნიკოლ ფაშინიანი დღეს იუბილარია – პრემიერი 45 წლის გახდა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს COVID-19-სგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

ორშაბათს, 1 ივნისს, ფაშინიანმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც საუბრობს, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული. მისი ოჯახის ყველა წევრის ტესტებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. დღეს სომხეთის პრემიერი 45 წლის გახდა.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის იუბილარი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

„ვუსურვებ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს სწრაფად გამოჯანმრთელებას. მალე გამოჯანმრთელდით!“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა და გამოჯანმრთელება უსურვა ასევე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ.

როგორც ფაშინიანი ფიქრობს, ის სამუშაო სხდომის დროს დაინფიცირდა. სომხეთის პრემიერს არანაირი თვალსაჩინო სიმპტომები არ აღენიშნება. თუმცა საჭიროა ყურადღებით ყოფნა, ვინაიდან ამ სიმპტომებმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინონ თავი.

ფაშინიანი მუშაობის გაგრძელებას რეზიდენციიდან ფიქრობს, სადაც ყველა პირობა და კავშირის საშუალება არსებობს.

ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 402-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0