16:17 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1143)
67 0 0

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიამ ტურიზმის სფეროში შექმნა

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტთან კატერინი საკელაროპულუსისთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ზურაბიშვილი დღეს საბერძნეთის პრეზიდენტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა, რა დროსაც პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლისას ეფექტური და სწრაფი ზომები განახორციელა, ახლა კი, შემდეგი გამოწვევა ახალი ეტაპი – ეკონომიკის გახსნაა.

ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიამ ტურიზმის სფეროში შექმნა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნას უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია, როგორც ევროკავშირის, ასევე, საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებითა და სტანდარტებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კატერინი საკელაროპულუსის განცხადებით კი, საბერძნეთი უკვე ფიქრობს სწორედ სანიტარული წესების დაცვით უსაფრთხო ტურიზმის ამოქმედებაზე.  

საუბრისას აღინიშნა, რომ საინტერესო იქნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის სწორედ ამ სტანდარტების დაცვით დაიგეგმოს უსაფრთხო ტურიზმის განვითარება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1143)

მთავარი თემები