1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს

© photo: courtesy of Gvantsa Saralashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1 ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

„15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამისათვის ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შევქმნით უსაფრთხო კორიდორებს, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორებს ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან“, - აღნიშნა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0