Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩვენი ქვეყანა მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს - ნათია თურნავა

გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ 1 ივლისიდან საქართველო რუს ტურისტებსაც ელოდება, რომლებიც პანდემიამდე საქართველოში ვიზიტორთა უმრავლესობას შეადგენდნენ.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველო მზად არის უსაფრთხოების ზომების დაცვით რუს ტურისტებს უმასპინძლოს, განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს, რითიც უპასუხა შეკითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსი ტურისტები საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ.

„ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე დამხვედრი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0