Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

© photo : courtesy of press-service of the President of Georgiaბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერში განათდა
ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერში განათდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ღამეს ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა – აზერბაიჯანელებმა ამ ფორმით გამოხატეს ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. 

თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა - Sputnik საქართველო
„ესპანეთო, საქართველო შენ გვერდითაა!“- თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

Twitter-ის საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილმა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათების შესახებ კომენტარი დაწერა.

„დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს. მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. ეს აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან სოლიდარობის დიდებული გამოვლინებაა. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისადმი სოლიდარობა არაერთხელ გამოხატა. თბილისის ტელეანძა ამ რთულ დროში მხარდაჭერის მიზნით, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, განათებული იყო იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დროშების ფერებში.

ყველა ახალი ამბავი
0