Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ესპანეთო, საქართველო შენ გვერდითაა!“- თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

© photo: courtesy of Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით და მეორე ადგილზეა ევროპის ქვეყნებში

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. გასულ ღამით თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა - ამით საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა ესპანეთს, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს.

29 მარტისათვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 73 235 შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის 6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 12 ათასზე მეტი პაციენტი. ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს - აშშ-ის, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, და მეორეს ევროპის ქვეყნებს შორის.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა
„ესპანეთო, საქართველო შენ გვერდითაა!“- თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

„ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“ – ასეთია საქართველოს გზავნილი ესპანეთს.

© Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა
„ესპანეთო, საქართველო შენ გვერდითაა!“- თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

რამდენიმე დღის წინ საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა იტალიელ ხალხს და თბილისის ტელეანძა იტალიის დროშის ფერებით გაანათა.

თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა >>

რაც შეეხება საქართველოს, სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, 29 მარტისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინზე 4 717 ადამიანი იმყოფება და 268 პირი მკურნალობას სტაციონარებში გადის.

ყველა ახალი ამბავი
0