16:31 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც ელექტრონულ სამაჯურს ატარებს, იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღადგენს მის სადეპუტატო უფლებებს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის უფლებების აღდგენა საკონსტიტუციო სასამართლოს გზით სურს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მელიას სარჩელის განხილვას შეუდგა, რომელმაც გაასაჩივრა პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მისი სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შესახებ. პარლამენტმა დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რომელმაც მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში და მას 25 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს>>

„პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად გვაქვს ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენად არის მზად საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა. კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე დეპუტატის გამოძევება პარლამენტიდან არის წარმოუდგენელი. კანონიერ ძალაში შესულად გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა", – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება იმ დადგენილების გაუქმება, რომლის საფუძველზეც მას დეპუტატის უფლებამოსილება ჩამოართვეს.

ამის პარალელურად საქართველოს პროკურატურამ მელიას დაპატიმრების მოთხოვნით აპელაცია შეიტანა. თავის საჩივარში პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სთხოვს, აღიაროს მელია დამნაშავედ როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში, ისე ცრუ გარიგების გზით ქონების დამალვაში და მას შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.

მელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს და მასში მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ელექტრონულ სამაჯურს ატარებს და ეკრძალება მართლწესრიგის ორგანოების გაუფრთხილებლად სახლის დატოვება. თუმცა, ის პერიოდულად ამ მოთხოვნას არღვევს.

მელია VS პროკურატურა: სააკაშვილის თანამებრძოლმა სასამართლოს აკრძალვა დაარღვია>>

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლით მელიას ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

მთავარი თემები