ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს

© Sputnik / Alex Shlamovნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამიერიდან პარლამენტის დეპუტატი აღარ არის.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა მელიამ დეპუტატის მანდატი დაკარგა.

მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარი საქართველოს პარლამენტის 150-დან 88 დეპუტატმა დაუჭირა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა>>

საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო 2011 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ბანკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციის დაფინანსების მთავარი წყარო იყო.

სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მას 25 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაავალდებულა. ამასთან ერთად ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ყველა ახალი ამბავი
0