უგულავას შემდეგ მელია? გენპროკურატურა ყოფილი დეპუტატის დაპატიმრებას მოითხოვს

© Sputnik / Alex Shlamovნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილ დეპუტატს შეიძლება გაუმკაცრონ სასჯელი საქმეზე, რომელზეც სასამართლომ მას უკვე გამოუტანა განაჩენი

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა აპელაცია Cartu Bank-ის გაკოტრების საქმის ფიგურანტის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით, იუწყება პირველი არხი.

მელია VS პროკურატურა: სააკაშვილის თანამებრძოლმა სასამართლოს აკრძალვა დაარღვია >>

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს

2019 წლის 3 დეკემბერს სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში და 25 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაავალდებულა. აღნიშნული მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი გახდა.

ახლა პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს თავის სარჩელში მიმართავს თხოვნით, მელია დამნაშავედ იქნას ცნობილი ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. პროკურატურა მისთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას მოითხოვს.

ამასობაში მელიას წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ეს მნიშვნელოვანია": უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისია ჩამოვა >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო 2011 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ბანკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციის დაფინანსების მთავარი წყარო იყო.

ყველა ახალი ამბავი
0