03:39 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
136 0 0

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის შესაძლებლობები შეადარა

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ყველა, ვინც აქამდე ყოფილა ხელისუფლებაში, თავისათვის ხელსაყრელი ოპოზიციის შექმნას ცდილობდა, მაგრამ ეს არავის გამოუვიდა, განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეარხ PalitraNews-ზე გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.

2019 – სკანდალებისა და ლუსტრაციის წელი >>

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ვის ხელში იქნება ძალაუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ბოლო ერთი წლის განმავლობაში 30-მდე თავისი დეპუტატი დაკარგა, ხოლო ოპოზიციამ არაერთი მასშტაბური აქცია ჩაატარა, გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ იგეგმება ისეთი ოპოზიციის შექმნა, რომელიც ხელისუფლებისთვის მისაღები იქნებოდა.

„არ გაუვა ეს. არავის გასვლია. მცდელობები, რომ შენი რეალობა შექმნა, სადაც თეთრიც შენია, შავიც და ნაცრისფერიც, ასეთი მცდელობები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა ხელისუფლებას. თუ ვინმეს ახსოვს, შევარდნაძის დროს იყო მცდელობა, რომ შეექმნათ ალტერნატიული ოპოზიცია, სააკაშვილსაც ჰქონდა ეს მცდელობა. პლიუს ამას, სააკაშვილი და შევარდნაძე ბევრად უფრო პოლიტიკურები იყვნენ და პოლიტიკური გუნდი ჰყავდათ, ვიდრე დღეს „ქართულ ოცნებას“ და მათ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ გახდა. მალევე გაუფუჭდა ურთიერთობა თანამოაზრეებთან მმართველი პარტიიდან. მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მარგველაშვილი და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს აკრიტიკებდნენ.

მანამდე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 60%-ს ელოდება. თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიპოვებს 45%-ს, მაშინ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო.

ოპოზიცია „რადიკალურ აქციებს" აანონსებს >>

კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების დაწყებისთანავე, საქართველოს მთავრობას გადადგომა მოუწევს, ხოლო პარტია, რომელიც აჩვენებს საუკეთესო შედეგებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს.

თუ პრემიერ მინისტრის კაბინეტი ვერ მოიპოვებს პარლამენტის ნდობის ვოტუმს, ანუ უბრალო უმრავლესობას, საქართველოს პრეზიდენტს მისი დათხოვნა შეუძლია. ეს არ მოხდება, თუ ორი კვირის განმავლობაში კენჭისყრა განმეორებით შედგება. მთავრობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ იგი დეპუტატთა ერთ მესამედზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს.

პარლამენტში 150 ადგილია.

დღეისათვის, საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი პარტია, რომელთაგან არჩევნებში საშუალოდ 30 პარტია მონაწილეობს.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები