ოპოზიცია „რადიკალურ აქციებს" აანონსებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიები ახალ წლამდე ტაიმ-აუტს იღებენ და პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებაზე უარს აცხადებენ.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარების მოთხოვნით სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება და პიკეტირება ახალი წლიდან განახლდება, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ოთარ კახიძემ. 

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
როგორ აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" წინადადებას

საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს, პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. მომხდარი ფაქტით შეშფოთებული ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ“. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ვერ გავიდა იმის გამო, რომ ხელისუფლების მიერ დაპირებულ შესწორებებს ბოლო მომენტში მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი.
„2020 წელი ბიძინა ივანშვილისთვის გადამწყვეტი გახდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ რადიკალურ აქციებს – ეს შეიძლება იყოს პიკეტი, ბლოკირება. მხედველობაში მაქვს არაძალადობრივი აქციები. ჩვენ საკმაოდ ფართო არსენალი გვაქვს“, – განაცხადა კახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მისი სიტყვებით, ოპოზიცია გეგმავს იმუშაოს იმაზეც, რომ გაძლიერდეს საქართველოს უცხოელი პარტნიორების მხრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა. ოპოზიციონერების მტკიცებით, მოქმედი საარჩევნო სისტემა უსამართლოა. თუმცა, სწორედ არჩევნების შერეული სისტემით მოახერხა ივანიშვილმა 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა.

„ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობა სახალხო წინააღმდეგობაში გადაიზრდება, რომელიც ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ყველა ოჯახს და მთელ მოსახლეობას მოიცავს“, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
დათმობა მაინც იქნება? ხელისუფლება და ოპოზიცია შესახვედრად ემზადებიან – მეოთხე რაუნდი

დღეისათვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს. არსებული კონსტიტუციით, 77 მანდატი პარტიებს შორის პროპორციულად ნაწილდება, ხოლო 73 — კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ხმათა უმეტესობა აქვთ მიღებული თავიანთ ერთმანდატიან ოლქებში.

გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების ძალაში დატოვება შესთავაზა, მაგრამ მაჟორიტარების 73-დან 50-მდე შემცირების პირობებში. შესაბამისად, გათვალისწინებულია პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) არჩეული დეპუტატების რაოდენობის 77-დან 100-მდე გაზრდა. ოპოზიციამ უარი განაცხადა აღნიშნულ შეთავაზებაზე, ისევე, როგორც ხელისუფლება არ დათანხმდა ოპოზიციის წინადადებას „გერმანულ მოდელზე“ გადასვლის შესახებ. აღნიშნული მოდელის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან, პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რაც მას პროპორციული არჩევნებით ერგება.

მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0