დათმობა მაინც იქნება? ხელისუფლება და ოპოზიცია შესახვედრად ემზადებიან – მეოთხე რაუნდი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" საარჩევნო კოდექსში შესწორებები შეიმუშავა, რომელსაც ოპოზიცია მალე გაეცნობა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" და ოპოზიციის წარმომადგენლები პარასკევს მოლაპარაკებების მაგიდას მეოთხედ მიუსხდებიან. ამჯერად განხილვის თემა საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლების ახალი ინიციტივა იქნება.

„ქართულმა ოცნებამ" არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით შიდაპარტიულ კონსენსუსს მიაღწია>>

მას შემდეგ, რაც ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ხოლო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო მუშაობაზე უარი განაცხადეს, უცხოელმა დეპუტატებმა შუამავლის ფუნქცია იკისრეს, რათა მხარეებმა დიალოგი აწარმოონ. აქციების მეორე ტალღა 14 ნოემბერს დაიწყო, იმ დღეს, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
რა დათმობაზე წავა „ქართული ოცნება“ - არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება

„პაკეტის შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამაზე მსჯელობა გვექნება. ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაა კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა", – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს არ სჯერა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა.

„თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რამეს, რაც მათ გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს. არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერს გეტყვით", – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციაში ზოგიერთი მოლაპარაკებების ამ რაუნდს გადამწყვეტს უწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტმა „პოლიტიკური ომისგან" შორს დადგომა გადაწყვიტა>>

„ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან ჩვენ დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, მასშტაბის და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი მოძრაობა", – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის მიტინგი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს ოპოზიციას

მოლაპარაკებების ერთ-ერთი ინიციატორი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ დღეს განხილვის ახალი თემა გაჩნდება.

„იმედი მაქვს, მოლაპარაკებებზე რაღაც ახალს ვიხილავთ. ეს იქნება აზრთა გაცვლისთვის კარგი საფუძველი. არ მივიჩნევ, რომ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი შედგა, თუმცა ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ წინ მივიწევთ", – განაცხადა ჰარცელმა.

უფრო ადრე ოპოზიციამ, დათმობის სახით, ხელისუფლებას შესთავაზა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ შერეული სისტემით ჩატარება, მაგრამ მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში. თუმცა, მთავარია, რომ ამ სისტემით პარტიამ პარლამენტში იმდენი ადგილის მიღება შეძლოს, რამდენიც მას პროპორციული სისტემით ერგება. ეს ე.წ. გერმანული მოდელია.

ყველა ახალი ამბავი
0