15:44 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (42)
9510

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმედოვნებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ საკითხს მეგობრულად მოაგვარებენ

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით–გარეჯის თემა პრიორიტეტულია >>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის, დავით გარეჯი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ეს არის უნიკალური კლდეში ნაკვეთი ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 25 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველას უნდა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა. ამ მიზნით, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან თავისუფალი მისასვლელის უზრუნველსაყოფად, ამას წინათ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ამ კონკრეტულ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის იდეამ გაიჟღერა.

„ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილების საკითხთან მიმართებით ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება. უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებით კი არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის; ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტობრივად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ ვაყენებთ. ამიტომაც, საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო მოთმინებით ელის არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

„სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია“ - საპატრიარქო დავით-გარეჯში არსებულ ვითარებას აფასებს >>

„იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მრავალი წელი ეს ტერიტორია სტატუს-კვოს ინარჩუნებდა. სასულიერო წრე, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან, მაგრამ აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

აზერბაიჯანმა სადავო მონაკვეთზე, რომლის დემარკაციაც ამჟამად მიმდინარეობს, სასაზღვრო საგუშაგო დადგა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20–მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (42)

მთავარი თემები