საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით–გარეჯის თემა პრიორიტეტულია

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ქართველმა მღვდელმსახურებმა კვლავ შეძლონ მონასტერთან მისვლა

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში, – საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ანა დოლიძე: დავით-გარეჯი ვაქციოთ დაცულ ტერიტორიად >>

საქართველოს აზერბაიჯანთან 446 კმ სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვს. აქედან შეთანხმებულია 1/3, მათ შორის, დავით–გარეჯის ნაწილი. მიმდინარე წლის მაისში საზღვრის დარჩენილი მონაკვეთის დელიმიტაციის საკითხის განხილვას რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სპეციალური კომისია შეუდგა. პირველი შეხვედრა ბაქოში გაიმართა.

„დავით–გარეჯის თემა ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დელიმიტაციის კომისიის ფარგლებში და უახლოესი შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. ეს იქნება კომისიის მეორე შეხვედრა ბაქოს შეხვედრის შემდეგ. შუალედებში ჩვენ შეხვედრები გავმართეთ ექსპერტებთან ადგილზე და, რასაკვირველია, ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა საკითხს განვიხილავთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საგარეო უწყების ამოცანა მოცემულ ეტაპზე არის – საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნას ქართული მონასტრებისკენ მისასვლელი გზა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
„სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია“ - საპატრიარქო დავით-გარეჯში არსებულ ვითარებას აფასებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართველი მღვდელმსახურებისთვის ქართული ტაძრებისკენ მისასვლელი გზების გახსნის თაობაზე. ამის მიუხედავად, პარასკევს მღვდელმსახურებმა მხოლოდ აღდგომის ტაძართან მისვლა შეძლეს.

აღდგომის ტაძრის მოძღვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესაზღვრეები ჯერჯერობით უარს აცხადებენ ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებისკენ მღვდელმსახურების გაშვებაზე.

გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა >>

მრავალი წლის განმავლობაში საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთი სტატუს-კვოს ინარჩუნებდა. სამღვდელოება, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად სტუმრობდნენ მონასტრებს ამ ტერიტორიაზე, მაგრამ აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ამ ძეგლებთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – საპროტესტო აქციების გამართვა.

ყველა ახალი ამბავი
0