ზურაბიშვილი – საქართველო და აზერბაიჯანი აუცილებლად იპოვიან გამოსავალს

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში პრემიერის ვიზიტის დროს მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთი ნაბიჯია დავით–გარეჯის კომპლექსის დაზუსტების საკითხის მოსაგვარებლად, მიიჩნევს ზურაბიშვილი

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება შედეგს, რომელიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გახარია: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას გვერდს ვერ ავუვლიდი დავით-გარეჯის საკითხს >>

ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე ბაქოში ვიზიტის შედეგებზე საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ პარასკევს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები ქართული სასულიერო პირებისთვის გაიხსნება.

„ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

გახარიამ პრემიერის რანგში საზღვარგარეთ ვიზიტის პირველ ადგილად სწორედ აზერბაიჯანი შეარჩია. ბაქოში მან მოლაპარაკება ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
ილია მეორე დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვს

პრემიერის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ერთ–ერთ ასეთ მონაკვეთზე განთავსებულია დავით–გარეჯი. სამონასტრო კომპლექსის ნაწილს, კერძოდ, მთის სამხრეთ–დასავლეთ ფერდობს, რომელზეც ქართული უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები მდებარეობს, აზერბაიჯანი აკონტროლებს.

მრავალი წელი ეს ტერიტორია სტატუს-კვოს ინარჩუნებდა. სასულიერო წრე, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან, მაგრამ აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა >>

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20–მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0