გახარია: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას გვერდს ვერ ავუვლიდი დავით-გარეჯის საკითხს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე და დავით-გარეჯის საკითხზე საუბრობს.
გახარია: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას გვერდს ვერ ავუვლიდი დავით გარეჯის საკითხს
„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ, სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და, შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც იქნება სერიოზული პროგრესი.

ყველა ახალი ამბავი
0