18:46 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
75 0 0

დაკავებულები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი, მათ შორის არის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით ექვსი პირი დააკავეს, აცნობეს ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატების მონაწილეობით მოლაპარაკებებს გამართავენ>>

დაკავებულებს შორის არის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

დაკავებული აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ, რაც 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის პარლამენტის შენობასთან დღეს დილიდან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. მოგვიანებით დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლიდერობით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობისკენ გაემართნენ, სადაც მიტინგი მოაწყვეს.

უგულავა: დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს>>

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები