13:17 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (101)
80 0 0

სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი დაძაბული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებაა

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს დაძაბული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა დიალოგის გზით მოუწოდა, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის მიმართვაშია ნათქვამი.

თბილისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის... მინდა, მოვუწოდო ყველას: პარლამენტში – იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს... რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება“, – ნათქვამია ზურაბიშვილის მიმართვაში.

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.

რეფერენდუმი ან პარტიის დატოვება – აკაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა >>

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი 2020 წლის არჩევნების მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარების იდეით გამოვიდნენ. მათ თავიანთი თანაპარტიელების მხარდაჭერაც ვერ მიიღეს და ამიტომ ცვლილებების ინიცირებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (101)

მთავარი თემები