„ქართული ოცნება“ არჩევნების საკითხზე პლებისციტის იდეაზე იმსჯელებს, მაგრამ არაფერს პირდება

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებული პლებისციტის შესახებ, მაგრამ ის პირობას დებს, რომ მმართველი პარტია ამ საკითხზე იმსჯელებს

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ გამორიცხავენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ რეფერენდუმისა ან პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობას, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე აღნიშნული ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი ან პარტიის დატოვება – აკაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ. ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია, რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი.  ამ საკითხზე მსჯელობა იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან მან აღიარა, რომ მმართველ გუნდში საკითხის სახალხო განხილვაზე გატანის იდეას სკეპტიკურად უყურებენ.

უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ მიმართა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ინიციატივით – უმოკლეს ვადებში ჩატარდეს რეფერენდუმი ან პლებისციტი, უკვე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

„ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას, არ შესძენს მას შეუქცევად ხასიათს და რეალურად ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს“, - განუცხადა ზოიძემ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. თუმცა, ბოლო მომენტში მაჟორიტარი დეპუტატები ამ ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ. ოპოზიციამ ამას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპექტაკლი უწოდა.

ამის შემდეგ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქში არ ცხრება საპროტესტო ტალღა. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში – რა იქნება შემდეგ? >>

ვითარება კიდევ უფრო დაძაბა მაჟორიტარი დეპუტატების მორიგმა დემარშმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარების იდეით გამოვიდნენ. მათ თავიანთი თანაპარტიელების მხარდაჭერაც ვერ მიიღეს და ამიტომ ცვლილებების ინიცირებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0