19:39 29 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6232
  • 100 RUB4.2168
  • USD3.2896
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (155)
5201

შეხვედრა ივნისის შემდეგ არ გამართულა, ამიტომ ხანგრძლივი პაუზის პერიოდში მრავალი საკითხი დაგროვდა, განაცხადა ქართველმა დიპლომატმა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პრაღაში შეხვედრაზე 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვას გეგმავენ, წერს გაზეთი „რეზონანსი".

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც საქართველოში რუსეთის სახელმწიფო დეპუტატის ჩამოსვლას მოჰყვა. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში და პირიქით მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირი ჯდება.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ შეჩერებულ ფრენებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას და როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს", – განაცხადა აბაშიძემ გამოცემასთან ინტერვიუში.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი ქვეყნის დიპლომატების პრაღაში შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ის კარასინს ივნისის შემდეგ აღარ შეხვედრია, ამიტომ ხანგრძლივი პაუზის პერიოდში ბევრი საკითხი დაგროვდა.

პრაღაში აბაშიძესთან მოლაპარაკებებს კარასინი გააგრძელებს>>

„ერთდღიანი შეხვედრაა და ძირითადად ვისაუბრებთ პრაღის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე. ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თემები. ვნახავთ, რა მდგომარეობაა, რა პრობლემებია, რა დინამიკაა", – განაცხადა აბაშიძემ.

ამას გარდა, მხარეები ასევე გეგმავენ განიხილონ 2011 წლის შეთანხმება საზღვარზე საქონლის მონიტორინგის შესახებ.

„ასევე საუბარი იქნება 2011 წლის შეთანხმების თაობაზე, რა ვითარებაა საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით. თუ ჩვენი ხელშეწყობაა საჭირო, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ", – აღნიშნა დიპლომატმა.

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

კარასინი: ქართველ და რუს ხალხს შორის კონტაქტები უფრო აქტიური ხდება>>

ტვირთების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველომ და რუსეთმა შეთანხმება გააფორმეს შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance SA (SGS). მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუზე, როკის გვირაბის გავლით და „ყაზბეგი–ზემო ლარსზე" – დღეისათვის ერთადერთ მოქმედ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (155)

მთავარი თემები