პრაღაში აბაშიძესთან მოლაპარაკებებს კარასინი გააგრძელებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ხელისუფლების დავალებით ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზე ქვეყანას კვლავ გრიგორი კარასინი წარადგენს

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ნოემბრის ბოლოს გაიმართება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გათავისუფლდა და სენატორი გახდა. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს

 „რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი განაგრძობს ამ ფორმატით შეხვედრებში მონაწილეობას“, – განაცხადა ხაზაროვამ რუსულ მედიასთან საუბრისას.

მისი სიტყვებით, პრაღაში მორიგი, რიგით 23–ე შეხვედრა,  სავარაუდოდ,  ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0