11:07 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
საქართველოს საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა გაორმაგდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (20)
70 0 0

სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ხდება ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბოლო წლებში საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა გაორმაგდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში >>

ასე მაგალითად, გასულ წელს ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

წელი       

 ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა

 

2015 790,265
2016 941,015
2017 1,160,261
2018 1,367,745

დღეისათვის არაბიომეტრიული პასპორტი დაახლოებთ საქართველოს 200 ათას მოქალაქეს აქვს.

ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ჩადებული სპეციალური მიკროსქემა, რომელიც მფლობელის შესახებ დამატებით მონაცემებს შეიცავს. მაგალითად, თვალის ფერადი გარსი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები. საქართველოში ბიომეტრიულ პასპორტს 2010 წლის აპრილიდან გასცემენ.

საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს შემოიღო.

თემები:
საქართველოს პასპორტი (20)

მთავარი თემები