ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში

© photo: Sputnik / Stringerპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა რეიტინგში, რომლის განახლებაც მსოფლიოში სავიზო პოლიტიკის ყოველი ცვლილების საფუძველზე ხდება, საქართველი 44–ე ადგილზრ იყო

თბილისი,  3 დეკემბერი — Sputnik.  Global Passport Index  –ის მსოფლიოს უძლიერესი პასპორტების რეიტინგში საქართველო 115 ქულით  39–ე ადგილზეა და რეიტინგი ხუთი  პოზიციით  გაიუმჯობესა.

ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა>>>

გასულ წელს საქართველო 103 ქულით 44–ე ადგილზე იყო.

Global Passport Power Rank 2017–ის რეიტინგის შედგენას საფუძვლად დაედო ინფორმაცია იმ  ქვეყნების რაოდენობის შესახებ, რომელთა მონახულებას დოკუმენტის მფლობელები ვიზის გარეშე შეძლებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული პასპორტით უვიზოდ 74 ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა, 41 ქვეყანაში კი ვიზის მიღება ქვეყნაში ჩასვლისთანავე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებმა  83 ქვეყანაში შესვლისთვის უნდა აიღონ ვიზა. 

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა შემოიღეს

რეიტინგის ლიდერი არაბეთის გაერთიანებული საამიროებია (167 ქულა). 

რეიტინგში მესამე ადგილი კი 11–მა ქვეყანამ გაინაწილა.

მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველომ რეიტინგში რუსეთს ერთი პოზიციით გაუსწრო – მან 38–ე ადგილი (116 ქულა) დაიკავა.

ქვეყნების ანალიზი დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგნიზაციის სიაზე, რომელშიც 193 ქვეყანა და ექვსი ტერიტორიაა (მაკაო, კოსოვო და ა.შ.) შესული.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვი სავიზო რეჟიმი სერბეთმა და ჩერნოგორიამ გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0