თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბოლო წლებში საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა გაორმაგდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.
ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში >>
ასე მაგალითად, გასულ წელს ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
წელი |
ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა
|
2015 | 790,265 |
2016 | 941,015 |
2017 | 1,160,261 |
2018 | 1,367,745 |
დღეისათვის არაბიომეტრიული პასპორტი დაახლოებთ საქართველოს 200 ათას მოქალაქეს აქვს.
ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ჩადებული სპეციალური მიკროსქემა, რომელიც მფლობელის შესახებ დამატებით მონაცემებს შეიცავს. მაგალითად, თვალის ფერადი გარსი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები. საქართველოში ბიომეტრიულ პასპორტს 2010 წლის აპრილიდან გასცემენ.
საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს შემოიღო.