მთავრობას ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerკანცელარია
კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ საპარლამენტო მდივანს ბექა დოჭვირს სხვადასხვა უწყებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირი დაინიშნა, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.

ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს

დოჭვირმა ამ პოსტზე ნათია მიქელაძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის აპრილში დაიკავა.

განათლებით იურისტი ახალი საპარლამენტო მდივანი 31 წლისაა. 2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე დოჭვირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

2015–2016 წლებში დოჭვირი იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, მანამდე კი, 2013 წლის აპრილიდან ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.

2009-2013 წლებში ბექა დოჭვირი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0