საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს

გამოწერა
კახა კახიშვილი, რომელიც მანამდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიას გამოსვლა პარლამენტში - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავარი გზავნილები

ნათია მეზვრიშვილმა ამ პოსტზე კახა კახიშვილი შეცვალა.

ნათია მეზვრიშვილი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო,  ხოლო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.

კახა კახიშვილი კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება.

კახი კახიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 2015-2018 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე მუშაობდა. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0