საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრემიერი ერევანში სომხეთის პირველ პირებს შეხვდება.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, იუწყება პირველი არხი.

პრემიერ-მინისტრის რანგში ეს გახარიას პირველი ვიზიტი იქნება ერევანში. მან მთავრობის მეთაურის პოსტი 8 სექტემბერს ჩაიბარა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„გავცდით რეგიონის საზღვრებს" – პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის მინისტრები და ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები.

გახარიამ თავისი რეგიონული ვოიაჟი აზერბაიჯანიდან დაიწყო, სადაც ის 9 ოქტომბერს გაემგზავრა.

ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამად პრემიერის თურქეთში ვიზიტიც მზადდება.

გახარია ერევანს ორჯერ სტუმრობდა: საქართველოს ეკონომიკის მინისტრის რანგში 2017 წლის ივნისში და შინაგან საქმეთა მინისტრის სტატუსით 2018 წლის თებერვალში.

გახარია: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას გვერდს ვერ ავუვლიდი დავით-გარეჯის საკითხს>>

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0