ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე ორ კვირაში ისაუბრებს

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრი დაგეგმილზე ადრე წარდგება პარლამენტში, რადგან ოპოზიციონერ დეპუტატებს მასთან შეკითხვები აქვთ.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პლენარულ კვირაში წარდგება, რომელიც 15-18 ოქტომბერს არის დაგეგმილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

ზურაბიშვილი: საქართველომ უნდა სცადოს დიალოგი რუსეთთან >>

ოპოზიცია მოუთმენლად ელის პარლამენტში ზალკალიანს, რათა დაუსვას მას შეკითხვები იმ მოლაპარაკებების შინაარსთან და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ნიუ-იორკში 26 სექტემბერს გაიმართა. ეს იყო საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიმართა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შედგა.

აქცია საგარეო უწყებასთან - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვთან შეხვედრის გამო აქცია მოუწყვეს

„ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ბატონი დავით ზალკალიანი მოსულიყო პარლამენტში და ეპასუხა მათი კითხვებისთვის. ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, რომ „მინისტრის საათის“ განრიგი იცვლება ისე, რომ ბატონი ზალკალიანი შეთანხმებულთან შედარებით ბევრად უფრო ადრე წარდგება საქართველოს პარლამენტში და უპასუხებს დეპუტატების კითხვებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრის შემდეგ თავად ზალკალიანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა >>

იმის შესახებ, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იგეგმებოდა, ცნობილი მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გახდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის თაობაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის წინადადება ქართული მხარისგან მოდიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0