22:11 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)
67 0 0

საქართველოში ფართომასშტაბიანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი იწყება

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას დაიწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობის პრობლემა გადაიჭრება >>

სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა მოსამართლეთა 20 კანდიდატი, რომლებმაც ქვეყნის უზენაეს სასამართლოში კადრების ნაკლებობის პრობლემა უნდა გადაჭრან.

„დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან სასამართლო რეფორმის მეოთხე სტადიის განხილვას პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატებით დაიწყებს.

„ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას. უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სასამართლო სკანდალი და კანდიდატთა სია

მოსამართლეების შერჩევის პროცესი გაჭიანურდა იმ სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს აგორდა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა სია, რომელშიც აღმოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკანდალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე მათ უკვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს სასამართლოს „კლანურ მმართველობაში" ადანაშაულებდნენ.

შედეგად გადაწყდა, რომ გაეწვიათ სია და შეემუშავებინათ მკაფიო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევისთვის, რათა არავის გასჩენოდა ეჭვი სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობაში. ახალი კრიტერიუმებით, შერჩევა რამდენიმე ეტაპად 11-31 მაისის პერიოდში ჩატარდა. განაცხადი 144-მა კანდიდატმა შეიტანა.

საბოლოო სიაში აღმოჩნდნენ:

თამარ ალანია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მერაბ გაბინაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საბჭოს თავმჯდომარე

შოთა გეწაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

მირანდა ერემაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

მამუკა ვასაძე

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

მაია ვაჩაძე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

თამარ ზამბახიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი

ზაზა თავაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ვლადიმერ კაკაბაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ლევან მიქაბერიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

პაატა სილაგაძე

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე

ნუგზარ სხირტლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ლალი პაპიაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

ნინო ქადაგიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ლაშა კოჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

ქეთევან ცინცაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტი

ალექსანდრე წულაძე

პარტნიორი იურიდიულ ფირმაში CLL Law Firm

გოჩა ჯეირანაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

 

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)

მთავარი თემები